ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში რამდენიმე მოსახლემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა. მანგანუმის მოპოვება მათი სახლების ქვეშ გრძელდება, სახლები ზიანდება და ინგრევა, ადგილობრივი მოსახლეობა კი ამბობს, რომ არც „ჯორჯიან მანგანეზი“ უსმენთ და არც — მთავრობა.
ვერა კუპატაძე აქციას 16 თებერვლიდან შემოუერთდა. ის ამბობს, რომ ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების სამუშაოები ათწლეულების განმავლობაში ახდენს გავლენას მის ოჯახზე.
„ურთულეს პერიოდში ავაშენეთ ეს სახლი — ფაქტობრივად, მშივრები ვიყავით — ახლა კი თავზე გვენგრევა ნაწვალები, შიმშილის პერიოდში ნაშენები სახლი. დავიბადე და გავიზარდე შუქრუთში. ჩემი მშობლები იბრძოდნენ ისე, რომ ერთი თეთრი არ აუღიათ, ოჯახი განადგურდა. ახლა მე ვიბრძვი“, — გვითხრა ვერამ.
ვერას მშობლების სახლი 2000-იანი წლების დასაწყისში დაინგრა. მისი თქმით, ოჯახს კომპენსაცია არ მიუღია. ისინი იძულებული იყვნენ, ახალი სახლი აეშენებინათ.
„ახლა იმის ქვეშ თხრიან და ისევ გვანგრევენ. ზიანდება სახლი ისევ“.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც შუქრუთელების პროტესტი მიმდინარეობს, ვერას არავინ შეხმიანებია არც მთავრობიდან და არც კომპანიიდან.
„ასეთ უსამართლობაში მოვექეცით. ასეთ ხელისუფლებას ველოდით? ვერაფრით წარმომიდგენია“, — ამბობს ვერა.
ამჟამად ათი შუქრუთელი შიმშილობს. მათგან რვა მამაკაცმა და სამმა ქალმა პირი ამოიკერა.
ისინი კომპენასიცას ითხოვენ „ჯორჯიან მანგანეზისგან“, რომელიც ჭიათურაში მანგანუმს მოიპოვებს. ისინი ასევე მთავრობისგან მოითხოვენ, რომ პროცესში ჩაერთოს და შეაფასოს, რა ხდება სოფელში, რადგანაც არ ენდობიან კომპანიის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას.
მას შემდეგ, რაც პროტესტი განახლდა შუქრუთში, „ჯორჯიან მანგანეზმა“ მზადყოფნა გამოთქვა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ჩართულიყო პროცესში, მხოლოდ ერთი პირობით:
„თუ ამ მოსახლეებთან ზიანის ანაზღაურების თაობაზე ჩიხში შესული მოლაპარაკება გადავა სამართლებრივ სივრცეში და წარმოქმნილ შეუთანხმებლობას გადაწყვეტს მართლმსაჯულება“.
„ჯორჯიან მანგანეზმა“ ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად ჩვენს დამატებით კითხვებს არ უპასუხა.
გასული ორი წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილების გამო, ადგილობრივ მოსახლეობას არ სჯერა, რომ კომპანია დადებულ პირობას ამჯერად შეასრულებს.
შუქრუთელების აქცია 2019 წლის 5 სექტემბერს დაიწყო და რამდენჯერმე განახლდა. ბოლოს პროტესტი 16 თებერვალს განახლდა და უწყვეტად მიმდინარეობს.
ადგილობრივებმა OC Media-ს უთხრეს, რომ მთელი ამ ორი წლის განმავლობაში არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება არ გამოხმაურებიათ.
ია ასანიძე აქციას ერთი თვის წინ შემოუერთდა, რადგან მანამდე მცირეწლოვან შვილს ვერ ტოვებდა. იამ პირი 24 მაისს ამოიკერა ორ ქალთან ერთად.
„ჩემი სახლი დანგრეულია. მიწის ნაკვეთები მაქვს, ყველაფერი უბედურდება. ახლის აშენების პერსპექტივა არაა შუქრუთში, ვერაფერს ააშენებ. ხის სახლიც კი მიწაში ჩავა“, — გვეუბნება ია.
თამარ კუპატაძე, რომელიც განახლებულ აქციას პირველივე დღეებში შემოუერთდა, ამბობს, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმის მიუხედავად მთავრობის ვერც ერთი წარმომადგენლის ყურადღება ვერ დაიმსახურეს. მისი თქმით, მთავრობიდან მათთან არავინ მისულა, მხოლოდ სახალხო დამცველის ოფისიდან მივიდნენ რამდენიმე დღის წინ.
„მეთოთხმეტე დღეს მოვიდნენ, მაგრამ ძალიან უიმედოდ დაგვტოვეს. მხოლოდ სასწრაფო ამოდის ყოველ დილას და საღამოს, რომ ჯანმრთელობა შეგვიმოწმოს“, — გვითხრა თამარმა.
გიორგი ნეფარიძე, რომელიც შუქრუთის აქციების ერთერთი ლიდერია, იხსენებს, რომ პროტესტი პირველად 2020 წლის ივნისში შეწყვიტეს, როდესაც ზეპირი დაპირება იყო, რომ შეთანხმება დაიდებოდა კომპანიის, ადგილობრივებსა და სახელმწიფოს შორის, რომ, თუ კომპანია მოსახლეობას კომპენსაციას არ გადაუხდიდა, სახლემწიფო მას შესაბამის პასუხისმგებლობას დააკისრებდა, თუმცა ასეთი შეთანხმება არ შედგა.
აქციის მონაწილეები იმ კარავში ცხოვრობენ, რომელიც 2019 წლის სექტემბერში აღმართეს კოროხნალის მაღაროს შესასვლელთან. კარავში შუქი არ არის.ზამთარში შეშის ფეჩით თბებიან. გასულ კვირას მის გვერდით მეორე კარავი აღმართეს მოშიმშილე ქალებისთვის.
იმის გამო, რომ მაღარო 24/7-ზე მუშაობს, კარვებთან ხმაურია. აქციის მონაწილეების თქმით, ხმაურის გამო ხშირად თავის ტკივილი და წნევები აწუხებთ. ხმა ისეთი მაღალია, რომ სასაუბროდ ხშირად ყვირილია საჭირო.
ლევან შეყილაძის სახლი 1969 წელს აშენდა. მისი თქმით, სამი წლის წინ, როდესაც მიწამ მოძრაობა დაიწყო, მისი სახლი დაზიანდა. შენობის უკანა მხარეს კუთხე ჩამოინგრა.
ლევანის ძმა იმ ხუთ მამაკაცს შორისაა, ვინც პირი ამოიკერა. ძმებმა ეზოში ახალი ნაგებობა ააშენეს იმის იმედად, რომ უსაფრთხოდ იქნებოდნენ, თუმცა ახალ ნაგებობაში უკვე ბზარები გაჩნდა.
„კიდევ კარგი, რომ იმ მომენტში სახლში არ ვიყავით, ისტერიკა დამემართებოდა, რომ მენახა. მეორე კუთხეც დაზიანებულია, იქითა კუთხეც არანაკლებია, მოიხსნა ის კუთხეც. და ეგ არის. სულ ოთხი კუთხე აქვს სახლს, ერთი კუთხე დარჩა. რა მაჩერებს ან მე და ან ამ სახლს, არ ვიცი.“, — ამბობს ლევანი.
„არ მოდიან [მთავრობა]. მარტო მედია თუ ამოვა. მთავრობა მარტო ბიზნესის და ფერმერების გაძლიერებაზე ფიქრობს. ჩემნაირ უბრალო გლეხზე არავინ ფიქრობს.“
მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი საქართველოში იზრდება, მონაცემები აჩვენებს, რომ ვაქცინაციაზე წვდომა განსხვავებულია სხვადასხვა ჯგუფებს შორის.
კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების სწრაფად და დროულად ჩატარება პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზაა. საყოველთაო იმუნიზაცია სიცოცხლეს უამრავ ადამიანს შეუნარჩუნებს და ეკონომიკის დროულად გახსნას შეუწყობს ხელს. თუმცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან აცრებზე ხელი ყველას თანაბრად არ მიუწვდება. მდიდარმა ქვეყნებმა საკუთარი მოსახლეობის
ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილმა, ნავთობისა და გაზის ამერიკულმა კომპანიამ „ფრონტერა“ (Frontera Resources), საქართველოს მთავრობაზე ლობისტების მეშვეობით გავლენის მოხდენის $1-მილიონიანი მცდელობის მიუხედავად, გახმაურებული საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა წააგო, იუწყებიან openDemocracy და OC Media.
აქამდე კონფიდენციალური საერთაშორისო საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ნათელს ხდის, თუ როგორ შეიყვანა შეცდომაში „ფრონტერამ“ საზოგადოება მათი საქართველოს მთავრობასთან გახმაურებული დავის შესახებ.
ჰიუსტონში
იმ დროს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის მოსახლეობას კორონავირუსის აცრის სარგებელში ვერ არწმუნებს, გამოკითხვის მონაცემები მიგვითითებენ, რომ პრობლემის ერთერთი წყარო შესაძლოა, პოლიტიკური შეხედულებები იყოს.
მეცნიერები თანხმდებიან, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი იმუნიზაცია ვირუსის კონტროლის ერთადერთი ეფექტური ხერხია. ამასთან, მოსახლეობის ვაქცინებისადმი უნდობლობამ, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „უპრეცედენტო გამოწვევა“ უწოდა, მასობრივი აცრების მცდელობებს შესაძლოა, ძირი გამო
კორონავირუსის პანდემიამ აშკარად დააზიანა ხალხის ჯანმრთელობა, თუმცა „კავკასიის ბარომეტრის“ კვლევის ახალი მონაცემების მიხედვით, 2020 წელს ადამიანები საკუთარ ჯანმრთელობას უფრო კარგად აფასებენ, ვიდრე — წინა წლების გამოკითხვებში.
2019 წელს მოსახლეობის მხოლოდ 35% აფასებდა თავის ჯანმრთელობას კარგად. გასულ წლებში, ეს მაჩვენებელი იცვლებოდა, თუმცა ყველაზე დიდი ცვლილება 2013-2014 წლებში მოხდა, როდესაც ეს მაჩვენებელი 41%-დან 30%-მდე შემცირდა.
ამის საპირისპიროდ, 2019 და 2020 წლების გამოკითხვებს თუ შევად