იები მეგაბაიტების სანაცვლოდ: ონლაინ სწავლების გამოწვევ
საქართველოში კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, მსხვილ ქალაქებში და აჭარის რეგიონში სწავლება სრულად ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. მაგრამ ინტერნეტზე წვდომის პრობლემამ მაღალმთიანეთში, ისევე, როგორც მასწავლებლებსა და ოჯახებზე ფინანსურმა ტვირთმა, ბევრი მოსწავლე განათლების სისტემის მიღმა დატოვა. ლადო აფხაზავა სამოქალაქო განათლების მასწავლებელია, რომელიც 2019 წელს Global Teacher Prize-ის ფინალისტებში გავიდა. წელს კი ლადო ქოთნის ყვავილებს ყიდის, რათა მოსწავლეებისთვის ინტერნეტის თანხა შეაგროვოს.