საქართველო
ფოტო | შუქრუთელების პროტესტი ამოკერილი პირით
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში რამდენიმე მოსახლემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა. მანგანუმის მოპოვება მათი სახლების ქვეშ გრძელდება, სახლები ზიანდება და ინგრევა, ადგილობრივი მოსახლეობა კი ამბობს, რომ არც „ჯორჯიან მანგანეზი“ უსმენთ და არც — მთავრობა. ვერა კუპატაძე აქციას 16 თებერვლიდან შემოუერთდა. ის ამბობს, რომ ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების სამუშაოები ათწლეულების განმავლობაში ახდენს გავლენას მის ოჯახზე. „ურთულეს პერიოდში ავაშენეთ ეს სახლი — ფაქტობრივად, მშივრები